19 სექტემბერი 2024,   19:21
ვრცლად
იმეჯინ დრაგონსი თბილისს ხვალ ესტუმრება - მიხეილ მესხის სტადიონზე, ამერიკული როკ ჯგუფის დასახვედრად ყველაფერი მზად არის

იმეჯინ დრაგონსი თბილისს "მერსკურის" მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, ხვალ ესტუმრება. ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული შოუ, რაც კი აქამდე საქართველოში ყოფილა - მიხეილ მესხის სტადიონზე ამერიკული როკ ჯგუფის დასახვედრად, ტექნიკურად ყველაფერი მზად არის - აწყობილია გრანდიოზული სცენა, სადაც მსოფლიო ვარსკვლავური ჯგუფი, ქართველი მსმენელისთვის ყველა ჰიტს შეასრულებს.

მილიონობით გაყიდული ალბომი, სამი ამერიკული და ცხრა ბილბორდის მუსიკალური პრიზი. გრემის და მსოფლიოს მუსიკალური ჯილდოს მფლობელი იმეჯინ დრაგონსის კონცერტის დაანონსებიდან, ზუსტად 7 საათში ყველა ბილეთი გაიყიდა. მიხეილ მესხის სტადიონი 30 000 მდე სტუმარს ელოდება. კონცერტზე დასასწრებად, ბლექ სი არენას ჯგუფი, რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს. ერთ - ერთი საკუთარი ავტომობილის მაგივრად, ელექტრო სკუტერის გამოყენებაა. მიხეილ მესხის სტადიონზე მოხვედრა 3 შესასვლელიდან არის შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა საკუთარი ბილეთის მიხედვით გეითის წინასწარი გადამოწმება და სწორი შესასვლელის პოვნა.

ხვალ, მელომანები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საოცნებო კონცერტს დაესწრებიან. მესხის სტადიონზე სტუმრებისთვის კარი 5 საათზე გაიღება. იმეჯინ დრაგონსის კონცერტამდე, სცენას ქართული ბენდი დაიკავებს. ჯგუფი "ქილეიჯის" თავად იმეჯინ დრაგონსმა შეარჩია.

იმეჯინ დრაგონსი საქართველოში - Starring Georgiaს ფარგლებში ჩამოდის. საქართველო მსოფლიოს მთელი "თანავარსკვლავედის" მასპინძელია - აყევი ვარსკვლავებს ორწლიანი კამპანიაა, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ხორციელდება. იმეჯინ დრაგონსის გრანდიოზულ შოუს ხვალ 9 საათზე დაიწყება.

დღის ამბები