20 სექტემბერი 2024,   05:10
ვრცლად
სამხედრო სწავლება Agile Spirit 2023 დასრულდა

სამხედრო სწავლება Agile Spirit 2023 დასრულდა. დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მრავალეროვნული სწავლების დაგეგმვისა და ჩატარების საქმეში მხარდაჭერისთვის, მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. დახურვამდე, ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა.

მონაწილე სამხედროები საშტატო იარაღით, სამახსოვრო დაფებით და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ.

დღის ამბები