20 სექტემბერი 2024,   04:52
ვრცლად
სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე შეტაკებების შესახებ იტყობინებიან

ორი სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ერთი დაიჭრა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ საზღვარზე დაბომბვის შედეგად,- ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

სომხეთის ბრალდებას კონტ-ბრალდებით პასუხობს ბაქო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ საპასუხო ზომები მიიღეს სომხეთის მხრიდან დრონით თავდასხმის გამო. უწყებაში ამბობენ, რომ დაჭრილია სამი აზერბაიჯანელი სამხედრო. 

დღის ამბები