20 სექტემბერი 2024,   04:55
ვრცლად
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ნიქოზი ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ნიქოზი, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი შვიდი დღე გაგრძელდება, აჩვენებენ ასი რეჟისორის 125 ანიმაციურ ფილმს.

ფესტივალი მეუფე ისაიას ინიციატივით, 2011 წელს დაარსდა და ის წლებია მსოფლიოს თანამედროვე ანიმაციური ფილმების ავტორებს და კინომოყვარულებს აერთიანებს.  

"ნიქოზის საერთაშორისო ფესტივალი ომის ნანგრევებზე დაარსდა. მან გადალახა უამრავი წინაღობა ოკუპაციის თანმდევ ძალიან მძიმე პირობებში და საქართველოს ფარგლებს გარეთ გააერთიანა საერთაშორისო დონის ხელოვანები, რომლებიც უკვე 11 წელია სოფელ ნიქოზიდან უერთდებიან ჩვენს საზოგადოებასთან ერთად იმ სულისკვეთებით გაჯერებულ ძლიერ სამშვიდობო გზავნილს, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს შერიგების პოლიტიკას და სამშვიდობო ინიციატივებს," - ამბობს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი. 


 

დღის ამბები