20 აგვისტო 2026,   08:26
ვრცლად
3-დან- 15 სექტემბრამდე რიგაში NATO-ს სამხედრო წვრთნები ჩატარდება

3-დან- 15 სექტემბრამდე რიგაში NATO-ს სამხედრო წვრთნები ჩატარდება. მონაწილეობას ალიანსის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი ქვეყნის, შვედეთის მაღალი რანგის ოფიცრები მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.

წვრთნები, რომელიც წელსაც ორ ნაწილად ჩატარდება ლატვიაში 2011 წლიდან მიმდინარეობს. ამით ლატვია აუმჯობესებს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობებს, ასევე NATO-ს სხვა წევრებთან და სტრატეგიულ რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობის უნარებს.

დღის ამბები