20 სექტემბერი 2024,   05:10
ვრცლად
თელ-ავივში, ერიტრეის მთავრობის დიქტატურის მხარდამჭერებს, მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

თელ-ავივში, ერიტრეის მთავრობის დიქტატურის მხარდამჭერებს, მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაჭრილია 160-მდე ადამიანი, მათ შორის 30 პოლიციელია.

15 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, დაშავებულია 160-მდე ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდაპირველად შეტაკებები პოლიციასა და ერიტრეის რეჟიმის ოპონენტებს შორის ერიტრეის მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ადგილას მოხდა.

""პროტესტანტებმა კორდონი გაარღვიეს და დარბევა დაიწყეს, რის შემდეგაც პოლიციელებმა შუქ-ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. მოგვიანებით პოლიციელებმა მომიტინგეებს ცეცხლიც გაუხსნეს, რადგან სამართალდამცავთა სიცოცხლის რეალური საფრთხე არსებობდა," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები