06 ოქტომბერი 2024,   23:25
ვრცლად
გორში დღეს "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს შეხვდა

გორში დღეს "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.

ნინო წილოსანის განცხადებით, შეხვედრის მიზანი ქალთა გაძლიერებისთვის საჭირო ღონისძიებების უკეთ დაგეგმვაა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

"სისტემატიური შეხვედრები გვაქვს რეგიონში ჩვენი ქალთა ორგანიზაციის წევრებთან, მათ შორის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, ჩვენს მხარდამჭერებთან იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე გავიაროთ, განვიხილოთ და მოვყვეთ თუ რას ვაკეთებთ ქალების უფლებების დასაცავად მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ასევე ვისაუბროთ ქალების პოლიტიკურ გაძლიერებაზე იმიტომ, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ და შესაბამისად ჩვენი წევრები მათი საჯარო აქტივობებიდან გამომდინარე კარგად უნდა იყვნენ წარმოდგენილი და სწორი პოზიციონირება უნდა ჰქონდეთ. ამისთვის პარტია სათანადო რესურსს ჰყოფს და უქმნის შესაბამის გარემოს, რომ ქალების პოლიტიკური გაძლიერება იყოს უზრუნველყოფილი," - აცხადებს ”ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

დღის ამბები