19 აგვისტო 2026,   11:21
ვრცლად
კინჩხას ჩანჩქერთან უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხას ჩანჩქერთან ვიზიტორი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კანიონთან წუხელ მოხდა. მამაკაცი მეგობართან ერთად იმყოფებოდა, ფეხი დაუცურდა და კლდიდან გადავარდა, ის ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი ადგილობრივია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები