20 სექტემბერი 2024,   04:04
ვრცლად
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევთან, მდინარე მტკვარში ადამიანის ცხედარი იპოვეს

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევთან, მდინარე მტკვარში ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე უცნობია ეკუთვნის თუ არა აღნიშნული ცხედარი ამავე სოფელში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს, გიმზერ კაველიძეს.

28 წლის გიმზერ კაველიძე სოფელ ნაქალაქევში 2023 წლის 5 მაისს დაიკარგა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც სავარაუდოდ, წყალში ჩავარდა.

დღის ამბები