20 სექტემბერი 2024,   04:00
ვრცლად
მკვლელობა ჩასაფრებით - მიწის ნაკვეთის გამო დაწყებული დავა, გურჯაანში მეზობლებს შორის სასტიკი ანგარიშსწორებით დასრულდა

მიწის ნაკვეთის გამო დაწყებული დავა, მეზობლებს შორის სასტიკი ანგარიშსწორებით დასრულდა. გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის მკვიდრმა, 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ოჯახის თვალწინ ესროლა. ბექა ჯანიაშვილმა ტყვიის მოხვედრის შემდეგ, რამდენიმე მეტრის გავლა შეძლო და მამის თვალწინ ჩაიკეცა. მეხანძრე-მაშველი, რომელიც წლების განმავლობაში სხვებს ეხმარებოდა, გულ-მკერდის არეში მიღებული მძიმე ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა.

ბექა ჯანიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, მისი მეზობელი 89 წლის კოლა გაბიტაშვილია. სოფელ ვეჯინის მაცხოვრებლების მტკიცებით, გაბიტაშვილსა და ჯანიაშვილებს შორის დავა, მიწის ნაკვეთის გამო წლების განმავლობაში გრძელდებოდა. მეზობლების თქმით, ბრალდებული მიწის ნაკვეთის მითვისებას ცდილობდა, რის საშუალებსაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი არ აძლევდა. მოკლულის მამა დარწმუნებულია რომ კოლა გაბიტაშვილს მისი შვილის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რაც განახორციელა კიდეც. 89 წლის მამაკაცი დაკავებულია და წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მისმა ოჯახმა კი სოფელი მკვლელობიდან მალევე დატოვა.

დღის ამბები