20 სექტემბერი 2024,   04:13
ვრცლად
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ წარმოება 25%-მდე შეამცირა და 11-დან 8 ღუმელი გააჩერა - "ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ მიზეზი ბოლო 1 წლის მანძილზე, ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისია

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ წარმოება 25%-მდე შეამცირა და 11-დან 8 ღუმელი გააჩერა. "ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ მიზეზი ბოლო 1 წლის მანძილზე, ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისია, კერძოდ გაყიდვების მასშტაბური შემცირება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ წარმოების სიმძლავრეს ვარციხეჰესის კასკადზე გამომუშავებული ელექტროენერგიის შესაბამისად შეინარჩუნებენ. მათი თქმით, ფაქტობრივად ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დასაწყისში არსებულ მაჩვენებლებს უთანაბრდება და ის მხოლოდ ფეროშენადნობებს არ შეეხება.

"ჯორჯიან მანგანეზის" ზესტაფონისა და ჭიათურის საწარმოებში 6000 ათასამდე თანამშრომელია დასაქმებული, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თანამშრომლები უზრუნველყოფილი იყვნენ ხელფასებით.

დღის ამბები