20 სექტემბერი 2024,   05:00
ვრცლად
ვაშინგტონი უკრაინის დასახმარებლად მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს - ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა

ვაშინგტონი უკრაინის დასახმარებლად მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კიევში ვიზიტისას განაცხადა. ენტონი ბლინკენის განმარტებით, ამერიკამ რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე უკრაინას ჯამში 43 მილიარდ დოლარზე მეტის დახმარება გაუწია.

ვიზიტის ფარგლებში, ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტსაც შეხვდა და მტკიცედ დაუდასტურა შტატების მხარდაჭერა. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი ზელენსკისთან შეხვედრას უახლოეს მომავალში გეგმავს.

ზელენსკიმ კი ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა და ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფარგლებში მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დღის ამბები