19 აგვისტო 2026,   11:18
ვრცლად
თევზის ფესტივალი ლანჩხუთში - ღონისძიება მდინარე სუფსაზე მოეწყო

ლანჩხუთში თევზის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება მდინარე სუფსაზე მოეწყო და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე მომზადებული ზღვის პროდუქტები დაეგემოვნებინათ. ჩატარდა სპინინგით თევზაობის მასტერკლასი და მდინარეზე ნავებით დაშვება.

პარალელურად, მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები. ფესტივალი უკვე მეორე წელია ტარდება და მისი ორგანიზატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაა.

დღის ამბები