20 სექტემბერი 2024,   04:35
ვრცლად
მტკვარში მაშველები უკვე მეორე დღეა, წყალში ჩავარდნილ 13 წლის მოზარდს ეძებენ - რა ეტაპზეა სამძებრო სამუშაოები

მდინარე მტკვარში მაშველები უკვე მეორე დღეა, წყალში ჩავარდნილ 13 წლის მოზარდს ეძებენ. ნიკოლოზ აბესაძე მეგობართან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი გაუცურდა და მტკვარში ჩავარდა.

მოზარდის გადარჩენა თანატოლმა სცადა, თუმცა უშედეგოდ, ძლიერმა დინებამ ბავშვი წაიღო.

სამძებრო სამუშაოებში მყვინთავთა ჯგუფიც არის ჩართული, თუმცა მათ მუშაობას ხელს ტრაგედიის ადგილზე არსებული წყლის დიდი სიღრმე და ხილვადობა უშლით.

"კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვანს ზაჰესიდან ორთაჭალჰესამდე ეძებენ.

112 ში შეტყობინება გუშინ, დღის სამი საათისთვის შევიდა და დახმარება მეთევზემ ითხოვა. მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით თევზაობდა, რა დროსაც ბავშვების ყვირილი გაიგო, რომლებიც შველას ითხოვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 13 წლის მოზარდის საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები