20 სექტემბერი 2024,   04:07
ვრცლად
დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად, მსოფლიო ლიდერები ინდოეთში იკრიბებიან

დიდ ოცეულზე დასასწრებად, ლიდერები ინდოეთში იკრიბებიან. სამიტზე, რომელიც ნიუ-დელიში გაიმართება, უკვე ჩავიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერი, თურქეთის პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, იტალიისა და არგენტინის ლიდერები.

ინდოეთში ელოდებიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსაც. ვლადიმერ პუტინის ნაცვლად კი ადგილზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი ჩავიდა.

სამიტი ხვალ დაიწყება და კვირას დასრულდება. ლიდერები შეხვედრაზე თავიანთ მოსაზრებებს გაცვლიან სამ სესიაზე, რომელთა მთავარი თემა იქნება "ერთი სამყარო, ერთი ოჯახი, ერთი მომავალი".

დღის ამბები