20 სექტემბერი 2024,   04:07
ვრცლად
ეროვნული არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ეროვნული არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოტა ხნის წინ ძლიერი ხანძარი იყო. მთლიანად დაიწვა არქივის ეზოში მდგომი ცალკე შენობა.

ამ დროისთვის, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე რჩებიან სახანძრო და სამედიცინო ბრიგადები. ტერიტორია უსაფრთხოების ლენტებითაა შემოსაზღვრული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ხანძრის
სალიკვიდაციო სამუშაოები. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა.

"ეზოში ცალკე მდგომ კინოფირების საცავს გაუჩნდა ხანძარი, სადაც ნიტროფირები ინახებოდა. ამ ეტაპზე, ხანძარი ლოკალიზებულია, დეტალებს გამოძიება დაადგენს. 

ეროვნულ არქივში ციფრული ასლები ინახება, ის დედნები კი, რომელიც აქ ინახებოდა მათი ასლები არსებობს და ისინი უვნებელია,"- აცხადებს საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი, თეონა იაშვილი.

დღის ამბები