20 სექტემბერი 2024,   04:14
ვრცლად
შენობაში ინახებოდა ნიტროფუძიანი კინოფირები, ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება - საქართველოს ეროვნული არქივი

საქართველოს ეროვნული არქივი, დღევანდელ ხანძართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკემდგომ შენობაში ხანძარი გაჩნდა. შენობაში ინახებოდა ნიტროფუძიანი კინოფირები. ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება. ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები