07 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
სტიქიის ზონიდან გვიან ღამით 120-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა - დაზარალებულები სასტუმროში გადაიყვანეს

სტიქიის ზონიდან 120-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი. დაზარალებულები გვიან ღამით სასტუმრო ეგრისში გადაიყვანეს.

"სოფელი აღარ არის, არ იცხოვრება უკვე, ისეთი სიტუაციაა. დაახლოებით, ღამის სამ საათზე მაშველები და პირადად ალეკო სარიშვილი იყვნენ ჩართული ამ პროცესში და გადმოგვიყვანეს. დაახლოებით, 4 საათი იყო, რომ მოვედით სასტუმროში, რომ დაგვაბინავეს,"- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული რუბენ გურგენიძე.

სტიქიის ზონიდან მოსახლეობის გამოყვანა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ადგილზე მაშველები ამ წუთებშიც მუშაობენ.

დღის ამბები