07 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
სტიქია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ხიდები, მოსახლეობას არ მიეწოდება გაზი და ელექტროენერგია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელში ვითარება ამ დრომდე რთულია. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, თუმცა ყველა მოქალაქე, რომელსაც სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა, კომპენსაციას მიიღებს.

"ხმაური იყო როგორი იცი? გარეთ ვერ გამოხვიდოდი, შვილო. ჯერ წვიმით ინგრეოდა ყველაფერი. ეს ისე მოდიოდა, როგორც ენგურს რომ ხმა აქვს, რომ გუგუნებს, ასეთი იყო ეს პატარა მდინარე. იქ ღობე მქონდა, აგერ ეს პირველი ოჯახი ჩემია, ერთი 40 მეტრო ღობე წაღებულია აქვს თავისი რკინის ჭიშკრით. ამის მსგავსი ერთხელ იყო, ხიდი რომ იყო, ხიდზე გადავიდა წყალი, მაგრამ ასეთი არა. ყველაფერი განადგურებულია, აბა რა. ყანებში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ეზო-გარემოში ვისაც რა ჰქონდა, ყველაფერი ჩაფლულია მიწაში,"-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებიან, რომ სტიქიამ დააზიანა სახლები, ეზოები, ხიდები, ბუნებრივი აირის მილები, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ამასთან, სტიქიის ზონაში გრძელდება სამაშველო სამუშაოებიც, მოსახლეობა უსაფრთხო ადგილებზე გადაჰყავთ.

დღის ამბები