20 სექტემბერი 2024,   04:09
ვრცლად
საბერძნეთში წყალდიდობას ებრძვიან - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა

საბერძნეთში წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა, 4 ადამიანი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სამაშველო-სამძებრო ოპერაცია დაზარალებულ რეგიონებში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დატბორილ სოფლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვერტმფრენების დახმარებით სტიქიის ზონიდან 149 ადამიანი გამოიყვანეს. სახანძრო ბრიგადამ, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 2 806 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

 

დღის ამბები