20 სექტემბერი 2024,   04:55
ვრცლად
საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დაკარგულია 6 ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სულ 4 250-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა სახლები და გზები. ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

დღის ამბები