20 სექტემბერი 2024,   05:11
ვრცლად
საქართველოში პედიატრიული ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის ქართულ-გერმანული სიმპოზიუმი გაიმართა

იაშვილის საავადმყოფოს ორგანიზებით საქართველოში პედიატრიული ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის ქართულ-გერმანული სიმპოზიუმი გაიმართა. განიხილეს ნეიროქირურგიის მიმართულებით არსებული გამოწვევები.

მოხსენებები წარადგინეს იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგებმა, ნევროლოგებმა და შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორმა. სამეცნიერო კონფერენციის მიზანი პერსონალისთვის საერთაშორისო სამედიცინო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა.

ქართველ და გერმანელ ნეიროქირურგებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში სიმპოზიუმი მეორედ ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით დარგის 150-მდე სპეციალისტი გააერთიანა.

დღის ამბები