20 სექტემბერი 2024,   04:42
ვრცლად
იაპონია უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს აწესებს

იაპონია უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს აწესებს. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიევში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მას შემდეგ რაც ომი მიმდინარეობს ეს იაპონიის უმაღლესი დიპლომატის პირველი ვიზიტია უკრაინაში. მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა.

უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე კი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო ფოკუსირებული იქნება უკრაინის ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობაზე.

დღის ამბები