20 სექტემბერი 2024,   04:50
ვრცლად
ბრძოლა გასტრონომიული წესებით "რუსთავი2-ზე" დაიწყო - არხის ორიგინალური პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს

ბრძოლა გასტრონომიული წესებით "რუსთავი2-ზე" დაიწყო. კულინარიული მეგა შოუ - ეს არის არხის ორიგინალური პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს.

"შეფების ლიგამ" სტარტი უკვე აიღო და მაყურებელს "რუსთავი 2-ის" დიდ სამზარეულოში მასპინძლობს.

"შეფების ლიგა" გუნდური თამაშია - წესები კი ასეთი : პროექტის განმავლობაში, ერთმანეთს პროფესიონალებითა და მოყვარული მზარეულებით დაკომპლექტებული 2 გუნდი შეეჯიბრება. ყოველ ტურზე, პროექტს დამარცხებული გუნდის 1 წევრი დატოვებს. საბოლოოდ გამარჯვებას კი, 12-იდან მხოლოდ ერთი მოიპოვებს.

მონაწილეების მიერ მომზადებული კერძების დეგუსტაცია, მხოლოდ ამ სამეულს შეუძლია.

ერთმანეთისგან განსხვავებულები - კვების ტექნოლოგი, რესტორატორი, მოყვარული მზარეული - ეს არის ჟიური, რომელიც გადაწყვეტს, ვინ მოიპოვებს დამსახურებულ ადგილს გასტრონომიის უმაღლეს ლიგაში.

გემრიელთან ერთად, სასურველია კერძი იყოს ვიზუალურად დახვეწილი, ტექნიკურად სწორედ შესრულებული, შეიძლება იყოს ტრადიციული ან ინტერპრეტაცია, სეტის შემთხვევაში - კონცეპტუალური. მონაწილეებს პოტენციური დამსაქმებლებიც აკვირდებიან.

პროექტში სადაც მთავარი არის გემო, მონაწილეებისთვის უპირატესობა არის ემოცია - ხშირად წარმატების, მაგრამ ერთხელ დამარცხებისაც, რომელიც საბედისწერო იქნება.

"რუსთავი2-ის" სამზარეულოში ტემპერატურა მაღალია, მაგრამ არა მხოლოდ დუღილის.

ერთმანეთისგან ასაკით, სქესით, ხასიათითა თუ ინტერესებით განსხვავებულებს აქ კულინარიის სიყვარული და გამარჯვების ჟინი აერთიანებთ.

 

დღის ამბები