ახალციხეში, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის დაშლას და გუნდიდან 6 ადამიანის წასვლას, პარტიის ცენტრალურ ოფისში ეხმაურებიან. "ნაცმოძრაობაში" ამბობენ, რომ ეს ნორმალური პროცესია და, შესაძლოა, არჩევნებამდე პარტიას კიდევ გამოაკლდნენ ან დაემატონ ახალი სახეები.
მმართველ პარტიაში კი მიმდინარე პროცესები "ნაციონალურ მოძრაობაში" არ აკვირვებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარტია თითქოს ორად გაიყო. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ რომ ეს პროცესები შეუქცევად ხასიათის იქნება.