20 სექტემბერი 2024,   04:49
ვრცლად
“ალპაკა” - პირველი სპეციალიზებული SEO სააგენტო საქართველოში

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO) - ვებსაიტის ოპტიმიზაციის პროცესი მისი ხილვადობისა და რეიტინგის გასაუმჯობესებლად საძიებო სისტემებში.

ეპოქაში, რომელსაც ახასიათებს ფართო კონკურენცია და მომხმარებელთა ქცევის მუდმივი ცვლილება, SEO აძლიერებს არამხოლოდ ბრენდის სანდოობას, არამედ ხელს უწყობს მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებასა და მათთან გრძელვადიანი, ლოიალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

ამ დინამიკურ გარემოში კი SEO-ს ძალის გამოყენება სტრატეგიული აუცილებლობაა, რომელიც კომპანიას ბაზარზე მდგრადი განვითარების საშუალებას აძლევს.

SEO-ს სარგებელი და ქართული კომპანიები

დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ბევრი კომპანია SEO-ს სათანადო ყურადღებას არ უთმობს, რადგან თვლის, რომ ვებსაიტის Google-ის სტანდარტების მიხედვით გამართვასა და ოპტიმიზაციაზე ზრუნვა მხოლოდ დიდ კომპანიებს სჭირდებათ.

ეს პოზიცია სიმართლისგან ძალიან შორსაა, რადგან სწორედ დამწყებ ბიზნესებს შეუძლიათ SEO-სგან შემოსული ლიდებით საუკეთესოდ ისარგებლონ -  SEO-ს პოტენციურად უფრო მაღალი ROI (Return On Investment) მაჩვენებელი აქვს, ვიდრე ტრადიციულ რეკლამირებას - თუ სხვა მარკეტინგული ინსტრუმენტების შემთხვევაში კომპანია თავად ცდილობს სამიზნე აუდიტორიამდე მისვლას, SEO-ს საშუალებით მომხმარებელია პროდუქტის მოძიებისა და შეძენის მთავარი ინიციატორი.

ეს კი დამწყები ბიზნესისთვის მართლაც ყურადსაღები მონაცემია, რადგან მრავალი ახალდაარსებული ბიზნესი ფინანსურ რესურსებში შეზღუდულია, ტრადიციული რეკლამა კი თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეულ თანხებთან.

იმის გათვალისწინებით, რომ ვებსაიტი კომპანიის იმიჯის მთავარი წარმომადგენელი და მნიშვნელოვანი აქტივია, ბიზნესის ზრდა ვებსაიტის ოპტიმიზაციის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

„ალპაკას“ ისტორია და შესრულებული პროექტები

„ალპაკა“ პირველი სპეციალიზებული SEO სააგენტოა საქართველოში, რომელიც 2019 წელს დაარსდა და ოთხი წლის განმავლობაში 100-მდე სხვადასხვა ტიპის პროექტი შეასრულა დამკვეთებისთვის. 

“ალპაკას” პორტფოლიო მოიცავს ისეთი სპეციფიკის კომპანიებთან ურთიერთობას, როგორიცაა ტურისტული სააგენტოები, სასურსათო მაღაზიათა ქსელები, სამომხმარებლო ტექნიკისა და სამშენებლო მასალების მაღაზიები, ელექტრონული კომერციის ვებსაიტები, მრავალპროფილური კლინიკები, ონლაინ მედიაპლატფორმები და სხვა.

 No description available.

SEO მომსახურება “ალპაკაში”

სააგენტო მომხმარებელს სთავაზობს სრულ SEO მომსახურებას, რაც მოიცავს On-Page, Off-Page და ტექნიკური ოპტიმიზაციის სერვისს.

On-Page ოპტიმიზაცია - სხვა მრავალ სამუშაოსთან ერთად, მოიცავს საიტზე არსებული კონტენტის გამართვას მეტა სათაურებისა და მეტა აღწერების ჩათვლით, ასევე ვებსაიტზე ოპტიმიზირებული კონტენტის გამოქვეყნებას, მისი გამოყენებით შიდა გადალინკვების სტრუქტურის გამართვასა და ახალი საძიებო სიტყვების ათვისებას.

Off-Page ოპტიმიზაცია - მოიცავს ბექლინკების სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და განხორციელებას, Google Business Profile-ს გამართვას და სხვა ისეთ აქტივობებს, რომელიც ვებსაიტის დაწინაურებას ემსახურება საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე (SERP).

ტექნიკური SEO - კი უზრუნველყოფს ყველა ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას იმისთვის, რომ Google-მა მარტივად შეძლოს ვებსაიტზე შეღწევა, კონტენტში გარკვევა და  ვებ-გვერდის საძიებო სისტემაში დაინდექსება.

“ალპაკა” შესრულებული სამუშაოს შესახებ, რეგულარურად აწვდის რეპორტებს რომელშიც დეტალური ინფორმაციაა მოცემული მიღწეული შედეგების შესახებ.

ყოველთვიური რეპორტი შედგება ინფორმაციისგან ვებსაიტის პროგრესის, საძიებო სიტყვების რეიტინგის, ვიზიტორების ზრდისა და სხვა მნიშვნელოვანი მეტრიკის შესახებ.

რეპორტი ასევე მოიცავს მარტივად აღსაქმელ ინფოგრაფიკებს სამომავლო რეკომენდაციებით.

No description available.

„ალპაკას“ სამუშაო ეთიკა

“ალპაკას” ღრმა რწმენით, მდგრადი ბიზნესგანვითარება ეთიკური პრაქტიკების გამოყენებით მიიღწევა, ამიტომ კომპანიის მიერ შესრულებული ყველა  SEO პროექტი “White-Hat” მიდგომებს ეფუძნება.

“White-Hat” პრაქტიკა გულისხმობს  საძიებო სისტემების რეკომენდაციების მაქსიმალურ დაცვას, რაც, საბოლოო ჯამში, SEO სამუშაოების წარმატებას განაპირობებს.

არაეთიკური პრაქტიკებისგან განსხვავებით, ეს მიდგომა ორიენტირებულია გრძელვადიანი შედეგების მიღწევაზე, რომელიც გაუძლებს დროსა და საძიებო სისტემების განახლებებს.

სააგენტოს გუნდი არ იღებს მონაწილეობას ისეთ პროექტებში, რომელიც არ არის სარგებლის მომტანი საზოგადოებისთვის და ემიჯნება ყველა იმ ბიზნესს, რომელიც საფრთხის შემცველია საყოველთაო კეთილდღეობისთვის.

საბოლოო ჯამში, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ  SEO მართლაც მნიშვნელოვანი მარკეტინგული იარაღია, რომელიც იმსახურებს როგორც მსხვილი, ისე მცირე კომპანიების ინტერესს.

ოპტიმიზაციის სერვისის აუთსორსინგი კი ნებისმიერ კომპანიას თანხის დაზოგვისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაზრდის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

“ალპაკა” ნებისმიერ დროს არის მზად, ჩაიბაროს თქვენი კომპანიის ვებსაიტი, მისი ტექნიკური გამართულობა უზრუნველყოს, დომეინის ავტორიტეტის ზრდაზე იზრუნოს და საბოლოოდ, მისი რეიტინგი გააუმჯობესოს საძიებო სისტემებში.

თუ გაინტერესებთ რა პოტენციალი აქვს თქვენს ვებ-გვერდს და რა არის საჭირო უფრო მეტი ვიზიტორის მოსაზიდად, ეწვიეთ  “ალპაკას” ვებსაიტს - https://alpaca.ge, გაიარეთ კონსულტაცია კომპანიის გუნდთან და მიიღეთ პირველადი SEO აუდიტი სრულიად უფასოდ.

დღის ამბები