06 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

პროექტები მთავრობისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. ჯამური ინვესტიცია 25 მილიონ 200 ათასი ლარია.

სამუშაოები მოიცავს ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და სახელმწიფო პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ქუჩებისა და არსებული შენობების რეაბილიტაციას, გარე განათების მოწყობას.

ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. პარკის ტერიტორია დაიყოფა სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად.

რაც შეეხება პროგრამა "განახლებული რეგიონებს", უკვე დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები.

დღის ამბები