20 სექტემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია-ანალენა ბერბოკი

ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

ანალენა ბერბოკის თქმით, კიევს შეუძლია ბერლინის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

"ბომბების ქვეშ, რუსული ტანკების წინაშე, უკრაინა თავდაჯერებულად და გადამწყვეტად დაადგა ევროკავშირისკენ გზას. დიდი მამაცობითა და მონდომებით, უკრაინა ასევე იცავს თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას" - განაცხადა ბერბოკმა.

დღის ამბები