07 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში შედის - ღვინის საწარმოების მიერ უკვე გადამუშავებულია 45 ათას ტონამდე ყურძენი

კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში შედის - დღეის მდგომარეობით, ღვინის საწარმოების მიერ უკვე გადამუშავებულია 45 ათას ტონამდე ყურძენი. ამ ეტაპზე, აქტიური რთველია დედოფლისწყაროს, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სოფლებში.

მოსავალი საწარმოებს 5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

შეუფერხებლად მიმდინარეობს სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებაც. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 7 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი.

დღის ამბები