20 სექტემბერი 2024,   04:00
ვრცლად
თავდასხმა ოკუპირებულ სევასტოპოლში და საპასუხო დარტყმები უკრაინულ საპორტო ქალაქებზე - როგორი ვითარებაა უკრაინაში

დილა აფეთქებების ფონზე, ამჯერად ოკუპირებულ სევასტოპოლში გათენდა. თავდასხმას რუსეთიც ადასტურებს. რუსული და უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარეკეტო თავდასხმა სერგო ორჯონიკიძის სახელობის საზღვაო ქარხნის ტერიტორიაზე განხორციელდა, დაშავდა 24 ადამიანი. სევასტოპოლის სამხედრო პორტში აფეთქებამ დიდი სადესანტო ხომალდი მინსკი და წყალქვეშა ნავი როსოტოვი თითქმის სრულად გაანადგურა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 რაკეტიდან 7 ჩამოგდებულია. ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაშია.

თავდასხმით უპასუხა რუსეთმაც. საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე საათში ოდესის ოლქს შეუტიეს. კრემლმაც პორტი დაბომბა, მაგრამ არა სამხედრო არამედ იზმაილის, სადაც მარცვლეულის საწყობი დაზიანდა. რუსეთის იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, მათგან 3ის მდგომარეობა კრიტიკულია. ლუგანსკისა და ხერსონის ოლქებში კი საოკუპაციო ძალების თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა.

ვითარება კრიტიკულია ფრონტის ხაზზე. იქ არსებულ მდგომარეობაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ საუბრობს. უკრაინული მხარის ინფორმაციით კი, წინ მიიწევენ. უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ სამხედრო კაბინეტის სხდომაზე გენერალიტეტთან ერთად მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციაზე იმსჯელა.

უკრაინელი მეომრები ბოლო ცნობებით, აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით განაგრძობენ. ოფიციალური კიევი კი საერთაშორისო პარტნიორებთან სამხედრო დახმარების მიღების მიზნით კონსულტაციებს ისევ მართავს.

დღის ამბები