გურია სტიქიიდან ერთი კვირის თავზე - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ყველა ადმინისტრაციულ ცენტრთან აღდგენილია როგორც საფეხმავლო, ასევე საავტომობილო გზა.
სოფელ ხორეთში მიმდინარეობს დროებითი გზის მოწყობა; აღდგენილია ელექტროენერგია, წერტილოვანი შეზღუდვებია ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით.
სტიქიისგან დაზარალებულები ამ დრომდე იღებენ ჰუმანიტაულ დახმარებას.
სოფელ წიაღობანში სტიქიით დაზარალებული მოქალაქეები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულა.