06 სექტემბერი 2024,   12:25
ვრცლად
ხმაური იყო თბილისში მაღალაშვილის ქუჩაზე - არსებული ცნობით, პირი, რომლის გამოსახლებაც იგეგმება, ასაფეთქებლით იმუქრებოდა

თბილისში, მაღალაშვილის 8 ნომერში, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს იწყებს, სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელსაც ბინა უნდა დაეტოვებინა, ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებით იმუქრებოდა. ადგილზე გამნაღმველების მუშაობის შედეგად ეს არ დადასტურდა. ამ წუთებში მოქალაქესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"რა თქმა უნდა, არავითარი ნაღმი იქ არ იყო, უბრალოდ გიორგი ფიფია ცუდად გახდა და სასწრაფო დასჭირდა. სასწრაფოსთან ერთად შიგნით შევიდნენ და დაიწყეს გამოსახლება.
არ უნდოდა დაეტოვებინა სახლი, იმიტომ, რომ მისი ბოლო საცხოვრებელია, მას სხვაგან არსად არ აქვს. ახლა ელოდება, ასეთი ცრუ განცხადების საფუძველზე, ერთადერთი მისი თავშესაფარი არის ციხე.

[გამოსახლება] უნდა გადავადებულიყო, მაგრამ არა, უარი თქვეს, მიმდინარეობს გამოსახლება," - განაცხადა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა.

დღის ამბები