20 სექტემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ესპანეთში მამაკაცმა ჟურნალისტი პირდაპირი ეთერის მსვლელობისას შეავიწროვა - ეჭვმიტანილი დაკავებულია

ესპანეთის პოლიციამ სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი, დააკავა, რომელიც ჟურნალისტს პირდაპირი ეთერის დროს, საჯდომზე შეეხო. ისა ბალადო ჩართვაში, მადრიდში ქურდობაზე საუბრობდა, როდესაც გამვლელი მამაკაცი უკნიდან მიუახლოვდა და უხერხულად შეეხო. კადრში ჩანს მამაკაცი როგორ უარყოფს ამ ფაქტს.

Mediaset España-მ, რომელიც ფლობს საინფორმაციო არხს, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოხატა მხარდაჭერა კორესპონდენტის მიმართ. მედიასაშუალება აცხადებს, რომ ჟურნალისტი ქალი "აბსოლუტურად აუტანელი ქმედების" მსხვერპლი გახდა და რომ მათი არხი კატეგორიულად გმობს შევიწროების ან აგრესიის ნებისმიერ ფორმას.

 

დღის ამბები