20 სექტემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ჰანტერ ბაიდენს ბრალი სამი მუხლით წაუყენეს

ჰანტერ ბაიდენს სამი მუხლით ბრალი წაუყენეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბრალდების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს კოლტის ტიპის რევოლვერის ყიდვისას, ოფიციალური დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკებს აღარ მოიხმარდა. კიდე ერთი ბრალდება, პრეზიდენტის შვილის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება.

ჰანტერ ბაიდენმა საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურასთან მოლაპარაკება, 2023 წლის ივნისში დაიწყო, თუმცა საპროცესო შეთანხმება ივლისში ჩაიშალა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ეს აშშ-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის შვილი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჯო ბაიდენის შვილს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები