20 აგვისტო 2026,   06:49
ვრცლად
ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ტერიტორიაზე გაწმენდილია ცენტრალური გზები ორივე მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებას უკვე მიეწოდება დენი.

სტიქიის ზონაში კვლავ მუშაობენ გეოლოგები - შემოწმებულია 650-მდე საცხოვრებელი სახლი. მძიმე ტექნიკა ამ დრომდე მობილიზებულია სოფლებში - შრომა და კონჭკათი, რომლებიც სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა. ასევე, ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

აქტიურად ტარდება საპროექტო სამუშაოებიც, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა. მშენებლობის დასრულებამდე გადაადგილება დროებითი ხიდისა და შემოვლითი გზის საშუალებით მოხდება.

დღის ამბები