20 სექტემბერი 2024,   04:42
ვრცლად
იერუსალიმში საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს 75 წლისთავს და ორმხრივ ურთიერთობებს მიეძღვნა

იერუსალიმში საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს 75 წლისთავს და ორმხრივ ურთიერთობებს მიეძღვნა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ "გლობალური ისრაელის ლიდერშიფი“ და ორგანიზცია "ისრაელის სახლი“. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს "ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ და საქართველოს პარლამენტში ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ.

ფორუმზე აღინიშნა, რომ „ისრაელის სახლი“, რომელიც 10 წლის წინ საქართველოში დაარსდა, დღეს უკვე 18 ქვეყანაში მუშაობს.

დღის ამბები