20 სექტემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება პრეზიდენტის შვილს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში

ამერიკის 46-ე პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ჯო ბაიდენის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი ბრალდებულია საკუთარი თავის შესახებ ყალბი ინფორმაციის მიწოდებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას. გამოძიების ინფორმაციით, პრეზიდენტის შვილმა ფედერალური ანკეტების შევსებისას, რომელსაც იარაღის შესყიდვის პროცედურა ითვალისწინებს, დოკუმენტებში ჩაწერა, რომ ის არ იყო ნარკომომხმარებელი. ეს მაშინ როდესაც ჰანტერ ბაიდენი იმ პერიოდში ნარკოტიკულ ნივთიერებას აქტიურად მოიხმარდა.

შეერთებული შტატების ფედერალური კანონების თანახმად ცეცხლსასროლი იარაღის ქონა ნარკოტიკების მოხმარების პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ჰანტერ ბაიდენის ადვოკატები პროკურორთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა რაც საოლქო სასამართლოს მსაჯულმა განაცხადა, რომ ვერ დათანხმდება მსგავსი ტიპის შეთანხმებას.

ეს არის პირველი შემთხვევა შეერთებული შტატების ისტორიაში, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის შვილს ფედერალურ დანაშაულზე ბრალი წარუდგინეს. ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ ბრალდება 3 მუხლით არის მომზადებული და ისინი ეხება იარაღის შეძენის დროს, ფედერალური უწყებებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის ნარკოდამოკიდებული არ ყოფილა. ბრალის ყველა ნაწილი ამ საქმესთან არის კავშირში, მათ შორის იარაღის უკანონოდ ფლობა, რადგან ნარკოდამოკიდებულ პირებს ამერიკაში ამასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ.

საუბარია კოლტის მიერ წარმოებულ რევოლვერზე, რომელიც ჰანტერ ბაიდენმა 5 წლის წინ შეიძინა. პროკურორმა დევიდ ვეისმა ბრალდება დელავერის საოლქო სასამართლოს გადასცა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 53 წლის ბაიდენმა გადასახადებთან დაკავშირებულ ორ მსუბუქ დანაშაულზე ბრალი აღიარა. რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა, რომლებიც ბაიდენის იმპიჩმენტს ამზადებენ და ცდილობენ მისი რეპუტაციის ზიანს, დღეს თავადვე თქვეს, რომ ჯო ბაიდენი ამ საქმეებთან არაფერ შუაშია.

დამტკიცების შემთხვევაში, ეს ბრალი 10 წლამდე ან უფრო დიდი ხნით პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლო მოსმენები მომავალ წელს უნდა დაიწყოს, როდესაც პარალელურად, სისხლის სამართლის საქმეებზე საპასუხოდ, დონალდ ტრამპს მოუწევს სასამართლოში ყოფნა.

დღის ამბები