06 ოქტომბერი 2024,   23:25
ვრცლად
ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოში ვიზიტის ბოლოს სოფელი ოძისი მოინახულა

ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოში ვიზიტის ბოლოს სოფელი ოძისი მოინახულა.

როსენ ჟელიაზკოვი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო. ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ შეხვედრები მთავრობასა და პარლამენტში გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე, ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზერ ისაუბრეს.

როსენ ჟელიაზკოვმა ოფიციალური შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობით დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას საუბარი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

დღის ამბები