20 სექტემბერი 2024,   04:41
ვრცლად
რუსეთში ვიზიტით მყოფ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა "კნევიჩისა" და "ვლადივასტოკის" აეროდრომები დაათვალიერა

რუსეთში ვიზიტით მყოფ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა "კნევიჩისა" და "ვლადივასტოკის" აეროდრომები დაათვალიერა. სერგეი შოიგუმ კიმ ჩენ ინს რუსული თვითმფრინავები, ავიაგამანადგურებლები და "კინჟალის" ტიპის სარაკეტო კომპლექსებიც აჩვენა, რომლითაც უკრაინას უტევს.

სტუმარს ანახეს რუსული ფლოტიც და იქ არსებული "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების კომპლექსები, აგრეთვე საარტილერიო დანადგარებიც.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პუტინთან ვიზიტის შემდეგ ფხენიანში ბრუნდება, თუმცა პერიოდულად მისი ჯავშნიანი მატარებელი სხვადასხვა ადგილებზე ჩერდება და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს სწავლობს. ეს მას შემდეგ, რაც დაუდასტურებელი წყაროებით ითქვა, რომ ორმა ქვეყანამ საიდუმლო შეთანხმება დადეს, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ ფხენიანი რუსეთს შეიარაღებით მოამარაგებს, სანაცვლოდ კი კრემლისგან სამხედრო ტექნოლოგიებს, მარცვლეულსა და ენერგიას მიიღებს.

დასავლეთში ამ პარტნიორობას გმობენ და ორი ლიდერის მიმართ არსებული სანქციების გამკაცრებით იმუქრებიან.

დღის ამბები