20 სექტემბერი 2024,   05:09
ვრცლად
ირანის ხელისუფლებამ ერთი წლის წინ მოკლული 22 წლის სტუდენტის მაჰსა ამინის მამა დააკავა

ირანის ხელისუფლებამ ერთი წლის წინ მოკლული 22 წლის სტუდენტის მაჰსა ამინის მამა დააკავა. ის საკუთარი სახლის წინ აიყვანეს და დაკითხვისთვის დაზვერვის სამინისტროში გადაიყვანეს.

ხელისუფლება გარდაცვლილი მაჰსა ამინის ოჯახის წევრებს დღეს სახლის დატოვების უფლებას არ აძლევს.

ამასთანავე, უშიშროების ძალებმა სახლს ალყა შემოარტყეს და გადაკეტეს ქუჩა, საჯარო გამოსვლების თავიდან აცილების მიზნით.

ასევე დაკავებულია მაჰსა ამინის ბიძაც. ირანის ქალაქებში გაძლიერებულია უშიშროების ზომები საპროტესტო აქციების გამო, რომელიც 22 წლის სტუდენტის დაღუპვიდან ერთი წლის თავზე იმართება.

დღის ამბები