20 სექტემბერი 2024,   04:39
ვრცლად
ევროკავშირმა ბულგარეთისა და რუმინეთის ანტიკორუფციული და სამართლებრივი მონიტორინგი შეწყვიტა

ევროკავშირმა ბულგარეთისა და რუმინეთის ანტიკორუფციული და სამართლებრივი მონიტორინგი შეწყვიტა, რომელიც 16 წელზე მეტს გრძელდებოდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა "ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა.

ვერა იუროვამ ბულგარეთსა და რუმინეთს მიულოცა და ოფიციალურად განაცხადა მექანიზმის დახურვის შესახებ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი მექანიზმის შესანიშნავ მუშაობას გაუშვა ხაზი. 



დღის ამბები