20 სექტემბერი 2024,   04:52
ვრცლად
ნიუ-ორკის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 1 წლის ბავშვი სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების გამო დაიღუპა

რა გახდა ერთი წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ნიუ-ორკის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში? გამოძიება ვერსიებზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ აღსაზრდელი სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების გამო დაიღუპა.

ჰოსპიტალიზებულია კიდევ სამი არასრულწლოვანი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ერთ-ერთ ვერსიად თავდაპირველად მხუთავი აირით მოწამვლა სახელდებოდა, თუმცა შენობის შეამოწმების შემდეგ მაშველებმა კვალი ვერ აღმოაჩინეს.

პოლიციამ დაწესებულების ტერიტორიაზე კილოპრესი იპოვა - მოწყობილობა, რომელიც ნარკომოვაჭრეების მიერ გამოიყენება.

დღის ამბები