20 სექტემბერი 2024,   05:02
ვრცლად
ახალი სასწავლო წელი ახალ შენობებში - ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. ასობით სკოლის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2019 წელს, მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით დაიწყო. პროგრამის საერთო ღირებულება 485 მილიონი ლარია. 171 სკოლიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები 140-ზე მეტ დაწესებულებაში უკვე დასრულებულია. მიმდინარე წელს კი 16 სკოლის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. ფონდმა ახალი პროგრამაც დაიწყო, რომლის გათვალისწინებით, სკოლების რეაბილიტაციისთვის 60 მილიონი ევრო დაიხარჯება.

სკოლების განახლებისთვის, მიმდინარე სამუშაოებზე საუბრობენ განათლების სამინისტროში. უწყებაში იმ ახალ პროექტზე აკეთებენ აქცენტს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო. საუბარია 800-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაციის პროცესზე.

სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციის პროცესზე, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. 1 მილიარდიანი მასშტაბური პროექტი, 880 სკოლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე 80 ახალი სკოლის აშენება და 200 სკოლის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინიციატივა განათლების რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას ითვალისწინებს. სკოლების გარდა რეაბილიტირდება 1000-ზე მეტი საბავშვო ბაღიც

განათლების მიღების ხელმისაწვდომის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა პროგრამით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. სკოლების რეაბილიტაციის პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები