06 ოქტომბერი 2024,   23:25
ვრცლად
შავი ზღვის გავლით, ახალი მარშრუტით უკრაინის პორტში ორი სატვირთო გემი ჩავიდა, სადაც 20 000 ტონა ხორბლით დაიტვირთებიან

შავი ზღვის გავლით, ახალი მარშრუტით უკრაინის პორტში ორი სატვირთო გემი ჩავიდა. სატვირთო ხომალდები ჩორნომორსკის პორტში შევიდნენ, სადაც 20 000 ტონა ხორბლით დაიტვირთებიან.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო გემები უკრაინის პორტში შევიდნენ რუსეთთან შეთანხმების ჩაშლის შემდეგ, რომელიც უზრუნველყოფდა გემების უსაფრთხოებას.

უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გემები ხორბალს - ეგვიპტესა და ისრაელს მიაწვდიან.

დღის ამბები