06 ოქტომბერი 2024,   23:24
ვრცლად
სანადიროდ მყოფი მამაკაცი შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა - უბედური შემთხვევა კახეთში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში უბედურ შემთხვევას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ლევან შიშნიაშვილი მეგობართან ერთად სოფლის მიმდებარედ ტყეში მეგობრებთან ერთად სანადირო იმყოფებოდა, რა დროსაც მისივე თანასოფლელს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა შიშნიაშვილისთვის და ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები