06 ოქტომბერი 2024,   23:21
ვრცლად
როგორია ჯარისკაცის ერთი დღე - ვაზიანის სამხედრო ბაზამ "კურიერი P.S.-ს" უმასპინძლა

ვაზიანის სამხედრო ბაზამ "კურიერი P.S.-ს" უმასპინძლა და ერთი დღით, სამხედროების ცხოვრების რუტინას, "კურიერი P.S."-ის წამყვანები შეუერთდნენ. მათ ჯარისკაცებთან ერთად ივარჯიშეს და შეასრულეს სიმულაციური დავალებებიც.

ჯარისკაცის ცხოვრების 24 საათში თითოეული წამი მნიშვნელოვანია სწორედ ამიტომ სამხედრო ცხოვრების ახალი დღე, ადრიანად 08:00 საათზე იწყება. ადამიანების რომლებსაც ჩვენს რეპორტაჟში გაიცნობთ პატრიოტიზმი აერთიანებთ, ისინი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები არიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს, 18-დან 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი ანაზღაურებადია და წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით იზრდება. ანაზღაურების გარდა: ჯანდაცვა, უმაღლესი განათლება, სწავლის თანადაფინანსება და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა - სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს - თავდაცვის სამინისტროსგან სრული ხელშეწყობა ექნებათ.

 

ავტორები: ავთო გვასალია, სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები