



ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების დარიგება გრძელდება. აქციას ამჯერად რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი შეუერთდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, მოსახლეობა საკვებ პროდუქტებს და პირველადი მოხმარების ნივთებს მანამ მიიღებს, სანამ ამის საჭიროება იქნება. დღეის მონაცემებით, ჰუმანიტარული დახმარება 1400-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო.