16 აგვისტო 2026,   20:39
ვრცლად
თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ევროპის მუზეუმების აკადემიის 2023 კონკურსის სპეციალური პრიზი მიიღო

თბილისის მუზეუმების გაერთიანების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე - გაერთიანებამ ევროპის მუზეუმების აკადემიის (EMA) 2023 კონკურსის სპეციალური პრიზი მიიღო. დაჯილდოების ცერემონიაზე ითქვა, რომ ევროპული ჯილდო მუზეუმების გაერთიანებას თავისი კოლექციებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და აქტივობებით დაიმსახურა.

ჟიურის განმარტებით, გამარჯვებული მუზეუმი ქმნის სამუზეუმო ქსელს ისტორიის და კოლექციების გამოყენებით და აკავშირებს საზოგადოებას თანამედროვეობასთან. 2023 წლის ევროპის მუზეუმების აკადემიამ დაჯილდოების ცერემონიაზე ორი განსაკუთრებული პრიზი გამოავლინა, რომლებიც თბილისის მუზეუმების გაერთიანებას და კიევის მეორე მსოფლიო ომის ეროვნული მუზეუმს გადაეცა.

დღის ამბები