სენაკში მედიასწავლება "ღირსეული პასუხი 2023" დაიწყო. სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა უკვე მეშვიდედ მასპინძლობს.
"ღირსეული პასუხის" მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული სიტუაციების დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს.