20 სექტემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ჯო ბაიდენის ელ-ფოსტაში ნახეს ენტონი ბლინკენის წერილი სათაურით - "ბაიდენი, საქართველოს ახალი სექსსიმბოლო"

შეერთებული შტატების პალატის ზედამხედველობისა და პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს კომერს, რომელიც ჯო ბაიდენის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს, მიეცა შეუზღუდავი წვდომა პრეზიდენტის ელექტრონულ ფოსტაზე არსებულ მიმოწერაზე, როდესაც ის ჯერ კიდევ ვიცეპრეზიდენტი იყო. ამის შესახებ POLITICO წერს, რომელსაც ინფორმაცია ორმა წყარომ მიაწოდა.

გამოცემის ცნობით, კომერს ბაიდენის მეილებზე წვდომა მიეცა, რადგან მოეძებნა შესაძლო სამხილები, რაც დაადასტურებდა, რომ ის ვიცეპრეზიდენტობის დროს აშშ-ს პოლიტიკას უკრაინის მიმართ საკუთარი შვილის, ჰანტერის ბიზნესინტერესების სასარგებლოდ წარმართავდა. თუმცა, როგორც POLITICO წერს, ჯო ბაიდენის მიმოწერაში ვერანაირი სამხილი ვერ იპოვეს, რომ ის პირად სარგებელს იღებდა საკუთარი შვილის ბიზნესაქმიანობიდან.

ნაცვლად ამისა ელექტრონული მიმოწერა, რომელიც ეროვნულ არქივში იყო დაცული, მოიცავდა ჩვეულებრივ, ოჯახური და ახლობლური სახის მიმოწერას. მაგალითად, როგორც POLITICO წერს, ზოგ მეილში საუბარი იყო ჯო ბაიდენის საუზმეზე, საკუთარ შვილიშვილებთან, ზოგი ეხებოდა თუ როგორ მოეწონათ უკრაინელებს მაშინდელი ვიცეპრეზიდენტის ძმა, ბო ბაიდენი. 

კიდევ ერთი წერილი ეხებოდა რამდენიმე ქართველი ქალის საუბრებს, თუ როგორ მოეწონათ ჯო ბაიდენი, როდესაც ის 2009 წელს საქართველოში იყო ჩამოსული. "აუცილებლად წასაკითხი იმეილი" – ბაიდენსა და მის შვილებს, ჰანტერსა და ბოს წერდა ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რომელიც მაშინ ვიცეპრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოევის მრჩეველი იყო. იმეილს სათაურად ეწერა: "ბაიდენი, როგორც საქართველოს ახალი სექსსიმბოლო"

როგორც POLITICO წერს, ეს წერილი ბლინკენმა ჯო ბაიდენსა და მის შვილებს 2009 წლის 24 ივლისს გადაუგზავნა. წერილი მოიცავდა თბილისში, საქართველოს პარლამენტში ბაიდენის სიტყვით გამოსვლის ქებას. მეილში ბლინკენი ჯო ბაიდენს წერდა საკუთარი ქართველი ქალი მეგობრების სიტყვებს, თუ "როგორი სექსუალური" იყო ბაიდენი. POLITICO-ს მიხედვით, ერთი ქალი ამბობდა, რომ ბაიდენი მის ცხოვრებაში "ახალი კაცი" იყო, მეორე კი აღნიშნავდა, რამდენად მოეწონა ვიცეპრეზიდენტი.

 

დღის ამბები